Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყო


ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეწვია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი, რომელმაც ბათუმში ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საზეიმო ცერემონიაში. ეშტონის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციას, გრძელვადიან სტაბილურობასა და კეთილდღეობას საქართველოში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ რეფორმების მიზანია „კავკასიაში პირველი ევროპული სახელმწიფოს შექმნა“. მომდევნო დღეებში ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებას დაიწყებს აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც. ბაქოში მოლაპარაკება 16 ივლისს დაიწყება, ერევანში კი 19 ივლისს.
XS
SM
MD
LG