Accessibility links

logo-print

უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო თბილისშია


სერგეი ტიგიპკო, უკრაინის ვიცე-პრემიერი (მარჯვნივ) და ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სერგეი ტიგიპკო, უკრაინის ვიცე-პრემიერი (მარჯვნივ) და ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

თბილისს უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ეწვია. ტიგიპკო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრებამდე სტუმარმა გვირგვინით შეამკო ტარას შევჩენკოს ძეგლი, რის შემდეგაც იგი ფინანსთა სამინისტროში გაემგზავრა და მინისტრ კახა ბაინდურაშვილს შეხვდა.

შემდეგი შეხვედრა უკრაინელ სტუმარს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ჰქონდა.

შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება იყო.

დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დავით ბაქრაძესთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან, ”საქართველოს ბანკის” ხელმძღვანელობასთან და ბრენდ კომპანია ”სარაჯიშვილში”.

17 ივლისს ვიცე-პრემიერი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და ჯვრის მონასტერს დაათვალიერებს, რის შემდეგ ისევ დედაქალაქში დაბრუნდება. ვიზიტის ფარგლებში სერგეი ტიგიპკო ბათუმსაც მოინახულებს. ის საქართველოს 18 ივლისს დატოვებს.
XS
SM
MD
LG