Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი: აზერბაიჯანთან ურთიერთობა „აღემატება ჩვეულებრივად ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“


დღეს საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ალიევი მეუღლესთან ერთად ჩავიდა ბათუმში, სადაც მათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანთან ურთიერთობა შეაქო - მას უწოდა მეგობრობა, რომელიც დრომ და მნიშვნელოვანმა საკითხებმა გამოსცადა. „ეს არის არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ნამდვილი ძმობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ. რეალურად, ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც აღემატება ჩვეულებრივად ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება“, - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველოს წარმატება აზერბაიჯანის წარმატებაც არის“.
XS
SM
MD
LG