Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაადრევია საუბარი ავღანეთში ჯარისკაცების რიცხვის გაზრდის შედეგებზე


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად შედეგიანია ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის მკვეთრად გაზრდა. აშშ-ის ტელევიზიასთან საუბარში ბაიდენმა განაცხადა, რომ კონტინგენტის გაზრდის პროცესი აგვისტომდე არ დასრულდება, რის გამოც შეფასების გამოთქმა ახლა ნაადრევია. ამავე დროს, ბაიდენმა განაცხადა, რომ ძალაში რჩება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის დაწყების თარიღი - პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ივლისი. ავღანეთში აშშ-ის ჯარები მზარდ წინააღმდეგობას აწყდებიან თალიბი მეამბოხეებისაგან.
XS
SM
MD
LG