Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში მილიციის რეფორმას ითვალისწინებს


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მან ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომელიც მილიციის რეფორმას ითვალისწინებს. ახალი კანონი მილიციის თანამშრომლებისადმი მოთხოვნებს ამკაცრებს. პრეზიდენტის განცხადებით, ყოფილ მსჯავრდებულებს აღარ მიეცემათ მილიციაში მუშაობის შესაძლებლობა. ამას გარდა, ახალი კანონით შესაძლებელი ხდება, პასუხისგებაში მიეცეს მილციელი, რომელიც არ დაემორჩილება თავისი ხელმძღვანელის ბრძანებებს. შარშან მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყნის მილიციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ. ბრძანებულების შესაბამისად, 20 პროცენტით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რიცხვი, რომელიც 1,2 მილიონს აღწევს. შემცირება 2012 წლის 1 იანვრამდე უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG