Accessibility links

logo-print

გერმანიაში „სიყვარულის აღლუმს“ 19 ადამიანი ემსხვერპლა


პანიკა "სიყვარულის აღლუმის" ფესტივალის შესასვლელ გვირაბში

პანიკა "სიყვარულის აღლუმის" ფესტივალის შესასვლელ გვირაბში

გერმანიის პოლიციის ცნობით, 19 ადამიანი დაიღუპა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - „სიყვარულის აღლუმზე“, ქალაქ დუისბურგში. ამავე ცნობის თანახმად, მსხვერპლი გათელეს, როცა გვირაბში ჭყლეტას პანიკა მოჰყვა. დაშავებულთა რიცხვი 340-ს აღწევს.

დუისბრუგში ტექნო-მუსიკის ფესტივალი, „სიყვარულის აღლუმი“ აღარ გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა. დუისბრუგის ხელისუფლებს რთულ შეკითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა: რატომ მოუწია ასეულ ათასობით ადამიანს მაგისტრალის ქვეშ გამავალი ერთადერთი გვირაბით მოძრაობა. გერმანიის მედიის ცნობით, ფესტივალს მილიონნახევრამდე ადამიანი ესწრებოდა. თვითმხილველთა თქმით, ჭყლეტა დაიწყო, როცა გადაიკეტა გვირაბის ბოლო, რადგან ფესტივალის ტერიტორია უკვე სავსე იყო მაყურებლით. გვირაბის შესასვლელი არ იყო დაკეტილი და ხალხის ნაკადი მასში სვლას აგრძელებდა.

„სიყვარულის აღლუმი“ ტექნო-მუსიკის უდიდესი ფესტივალია ევროპაში, ის 1989 წლის შემდეგ იმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG