Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზი დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ ოშის რეგიონში უცხოელი პოლიციელების განთავსების გეგმის გამო


სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში პროტესტს გამოთქვამენ რეგიონში უცხოელი პოლიციელების განთავსების გეგმის გამო. რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის ცნობით, 1500-მდე ადამიანი შეიკრიბა ოშის ცენტრალურ მოედანზე, რის შემდეგაც დემონსტრანტები ეუთოს ადგილობრივი ოფისისკენ გაეშურნენ. ეუთომ გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ყირგიზეთში 52 პოლიციელის გაგზავნის შესახებ. პოლიციელები შეიარაღებული არ იქნებიან და მხოლოდ მეთვალყურეობას გაუწევენ ვითარებას რეგიონში, სადაც ეთნიკური დაპირისპირების შედეგად გასული თვეში ასობით ადამიანი დაიღუპა. რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო და ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დემონსტრანტებს ეუთოს ადგილობრივი წარმომადგენელი შეხვდა და მათ პოლიციელების განთავსების გეგმას განუმარტა. რეგიონში კვლავინდებურად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ეუთოს გეგმის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თვითონ შეძლებს დაძაბულობასთან გამკლავებას.
XS
SM
MD
LG