Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პარლამენტი კოსოვოს შესახებ მოლაპარაკების განახლებას ემხრობა


სერბიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, გაეროში კოსოვოს შესახებ მოლაპარაკების განახლების შესახებ. სერბიის პარლამენტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი 2008 წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებით. სერბმა პარლამენტარებმა 12 საათი იმსჯელეს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შემდეგაც დიდი უმრავლესობა მიემხრო გაეროში კოსოვოს საკითხზე ახალი მოლაპარაკების დაწყებას. სერბიას ნათქვამი აქვს, რომ ის გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვს კოსოვოს სტატუსის ხელახლა განხილვას და საამისოდ რეზოლუციის პროექტს წარმოადგენს. კოსოვოს დამოუკიდებლობა 69 სახელმწიფოს აქვს აღიარებული, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობას.
XS
SM
MD
LG