Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია თურქეთს მოუწოდებს, გააგრძელოს ძალისხმევა ევროკავშირში მისაღები კრიტერიუმების შესასრულებლად


გერმანია თურქეთს მოუწოდებს, გააგრძელოს ძალისხმევა ევროკავშირში გასაწევრიანებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიდო ვესტერველემ დღეს სტამბოლში ვიზიტის დროს განაცხადა, გაწევრიანება „ავტომატური პროცესი არ არის“. ვესტერველეს ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ასევე თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „გაბრაზებულია“ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ნელა მიმდინარეობით. კამერონმა თავისი ქვეყანა ევროკავშირში თურქეთის მიღების აქტიურ მხარდამჭერად მოიხსენია. გერმანია კი, ისევე როგორც საფრანგეთი, უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირთან თურქეთის საგანგებო პარტნიორობის დამყარებას, რაც თურქეთის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.
XS
SM
MD
LG