Accessibility links

ბოსნიის ყოფილი პრეზიდენტი ეიუპ განიჩი სარაევოში ჩავიდა


ბოსნიის ყოფილი პრეზიდენტი, ეიუპ განიჩი სარაევოში ჩაფრინდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში სასამართლომ უარყო სერბიის თხოვნა სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე განიჩის სერბიაში ექსტრადიციის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სერბიის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ლონდონიდან სტამბულის გავლით ჩაფრინდა სარაევოში, აეროპორტში დახვდა რამდენიმე ასეული ადამიანი. განიჩი 1 მარტს დააკავა ბრიტანეთის პოლიციამ სერბიის ხელისუფლების მოთხოვნით. სერბია აცხადებს, რომ 1992 წლის მაისში სარაევოში განიჩის განკარგულებით განხორციელდა იერიში იუგოსლავიის არმიის ჯარისკაცებზე, რომლებიც უკან იხევდნენ.
XS
SM
MD
LG