Accessibility links

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა


პაკისტანში წყალდიდობას გადარჩენილები ქვეყნის მთავრობის უმოქმედობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. წყალდიდობამ მთლიანი სოფლები გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა. პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში სტიქიამ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დააზარალა. ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტი იქნება, რადგან სტიქია ძალიან ძლიერი იყო, დიდი ტერიტორია მოიცვა და ბევრი დაღუპულის შესახებ ცნობილი ჯერ არ არის. გაეროს გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში ტრაგედიის გამო და დაზარალებულ მოსახლეობას 10 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას პირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ აშშ საწყის ეტაპზე 10 მილიონი დოლარის ტექნიკას გზავნის პაკისტანში. კლინტონის განცხადებით, აშშ-ის საელჩო ისლამაბადში კოორდინაციას უწევს ვერტმფრენების, ნავების, სახელდახელო ხიდებისა და სხვა მოწყობილობების განაწილებას.
XS
SM
MD
LG