Accessibility links

logo-print

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია


ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ე.წ. ღია კერები აღარ არსებობს და ამჟამად ნიადაგის შიდა წვა მიმდინარეობს, რასაც მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის. ხანძრის რაიონში კვლავ იმყოფებიან ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობას ახალი ღია კერების წარმოქმნის შემთხვევაში განაახლებენ. ბორჯომის ხეობაში ივლისის ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.
XS
SM
MD
LG