Accessibility links

logo-print

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ურთიერთოსროლის შედეგად ორი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ისრაელის არტილერიამ ლიბანში მდებარე სოფელი დაცხრილა, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა. საარტილერიო იერიში მოჰყვა გამაფრთხილებელ გასროლებს, რომლებიც ლიბანელმა სამხედროებმა გააკეთეს საზღვარზე, ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით. ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიამ ორივე მხარეს „მაქსიმალური თავშეკავებისაკენ“ მოუწოდა საზღვრის გასწვრივ ინციდენტის გამო, რომელიც იმავე რეგიონში მოხდა, სადაც ოთხი წლის წინ ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ ისრაელის ჯარები და ჰიზბოლას მეამბოხეები.
XS
SM
MD
LG