Accessibility links

logo-print

ბრონისლავ კომოროვსკი დღეს პრეზიდენტის ფიცს დადებს


პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი დღეს ვარშავაში პრეზიდენტის ფიცს დადებს, თითქმის ოთხ თვეში ავიაკატასტროფაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ. ფიცის დადების ცერემონია ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტად არჩევამდე კომოროვსკი პოლონეთის პარლამენტის სპიკერი იყო. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაღუპული პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი დაამარცხა.
XS
SM
MD
LG