Accessibility links

logo-print

როგოზინი: ნატო თანმიმდევრულად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას


საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციას ნატო ეკონომიკური მეთოდებით ცდილობს - განუცხადა სააგენტო იტარ-ტასს ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა. მისი თქმით, საქართველოს სერიოზულ ეკონომიკურ დახმარებას უწევენ, რათა სამხრეთ ოსეთის საზღვართან ”ქართული კაპიტალიზმის ვიტრინის” დემონსტრირებით ახალი რესპუბლიკების მოსახლეობა მოხიბლონ. ამავე ინტერვიუში როგოზინმა განაცხადა, რომ ნატო თანმიმდევრულად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და დიპლომატიურ ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის რუსეთის ისტორიულ და უახლოეს მოკავშირეებზე, რათა მათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარონ.
XS
SM
MD
LG