Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


პოლონეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის ინაუგურაცია გაიმართა - თითქმის ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფაში დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. კომოროვსკიმ, რომელიც ავიაკატასტროფამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, გასული თვის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 ადამიანი, მათ შორის პირველი ლედი და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, 10 აპრილს დაიღუპნენ დასავლეთ რუსეთში, ქალაქ სმოლენსკთან პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად.
XS
SM
MD
LG