Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის თალიბანთან მოსალაპარაკებლად


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ დღეს საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს პაკისტანში მოქმედ თალიბებთან მოლაპარაკების საკითხი. ზარდარის თქმით, მის ხელისუფლებას არასოდეს დაუსვამს წერტილი თალიბანთან დიალოგისთვის, თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობდა შეთანხმება, რომელიც თალიბანმა დაარღვია. ზარდარის არაფერი უთქვამს მოლაპარაკების კონკრეტულ გეგმაზე, მაგრამ განაცხადა, რომ საქმე მოლაპარაკებამდე მივა მაშინ, როცა თალიბანი გააცნობიერებს, რომ "მთავრობა საკმარისად ძლიერია" და "თალიბები ვერ გაიმარჯვებენ".
XS
SM
MD
LG