Accessibility links

logo-print

პაკისტანი წყალდიდობას ებრძვის


პაკისტანს მილიარდობით დოლარი დასჭირდება იმისათვის, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ წყალდიდობას გაუმკლავდეს, ამის შესახებ პაკისტანში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯან მორის რიპერტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პაკისტანის დახმარება კვლავაც გრძელდება. მისივე თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება ხიბერ პახტუნხვას პროვინციის რეაბილიტაციას. დახმარებას საჭიროებს ასევე პროვინციები სინდი და ფენჟაბი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 1600 ადამიანი, 14 მილიონი ადამიანი კი დაზარალდა.

XS
SM
MD
LG