Accessibility links

logo-print

საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი ფუძნდება


საქართველოს ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი "საქართველოს ლეგიონი" დღეს დაარსდება. როგორც `ინტერპრესნიუსს~ გენერალმა გია ყარყარაშვილმა განუცხადა, კავშირის დაფუძნების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც დამფუძნებლები ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე ისაუბრებენ. მისივე თქმით, ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ სამძიმარს გამოუცხადებს. ღონისძიება დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG