Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ იაკობაშვილი: S-300-ის განთავსებაზე ნატომ უნდა მოახდინოს სერიოზული რეაგირება


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე S-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების განთავსება „ცვლის ბალანსს რეგიონში“. "ეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების კიდევ ერთი გამოვლინებაა", - თქვა იაკობაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში და აღნიშნა: "იმ პირობებში, როდესაც გამოკვეთილი მოწინააღმდეგე არ ჩანს, ვვარაუდობთ, რომ ეს რაკეტები ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული." ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს ნატომ და რეგიონში მდებარე ქვეყნებმაო, - უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ იაკობაშვილმა.
XS
SM
MD
LG