Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრეზიდენტი რუმინეთში ჩავიდა


ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი დღეს რუმინეთში ჩავიდა. ის გასულ თვეში სამხედრო წვრთნისას ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული ისრაელის და რუმინეთის სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. პერესს რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ შეხვდა. ისრაელში დაბრუნებამდე შიმონ პერესს დაგეგმილი აქვს აგრეთვე პოლიტიკური მოლაპარაკებები რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG