Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ხანძრის ლოკალიზებაში დახმარებას სთავაზობს


შეერთებული შტატები ოფიციალურ მოსკოვს გამძვინვარებული ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთავაზობს. როგორც კრემლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს სატელეფონო საუბარში განუცხადა. მიიღებს თუ არა რუსეთი ამერიკის შეთავაზებას, ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა რუსეთის ცენტრალურ რეგიონში 50-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის მოსკოვში ძლიერი ქარი და ელჭექია. ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაეცა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმა დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება და კვამლსა და ნისლს გაფანტავს.

XS
SM
MD
LG