Accessibility links

logo-print

იემენის სამხრეთში უშიშროების ძალების ოფიცერი მოკლეს


წუხელ იემენის სამხრეთში, პროვინცია ლახჯში, თავდასხმის დროს მოკლეს უშიშროების ძალების ოფიცერი. პოლკოვნიკი ქარიმ ალ-ბანი საფრიდან მოკლეს მისი სახლის მახლობლად. დღეს უშიშროების ძალებმა ბოროტმოქმედთა დასაკავებლად ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ე.წ.-ლი „სამხრეთის მოძრაობის“ რვა წევრი. პოლკოვნიკ ალ-ბანზე ადრეც მოუწყვიათ თავდასხმები მის მიერ „სამხრეთის მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერთა დაკითხვების შემდეგ.
XS
SM
MD
LG