Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდების შესაძენად ტენდერი გამოცხადდება


ფრანგული ვერტმფრენმზიდის ”მისტრალის” უალტერნატივოდ შეძენის იდეაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა - ამის შესახებ დღეს გაზეთი ”კომერსანტი” იუწყება. მას სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ვერტმფრენმზიდების შესაძენად ტენდერი გამოცხადდება და მის გარეშე ნებისმიერი გარიგება უკანონო იქნება. ”კომერსანტის” ცნობით, თავდაცვის სამინისტროსგან ღია ტენდერის გამოცხადებას მიაღწია გაერთიანებულმა გემთმშენებელმა კორპორაციამ, რომლის დირექტორთა საბჭოს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს. დღესვე ამ კორპორაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ რიაბოვმა სააგენტო რია-ნოვოსტის აცნობა, რომ ვერტმფრენმზიდების შესაძენად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტენდერს სექტემბერში გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG