Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არცერთი გაზსადენის გაყიდვას არ გეგმავს


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა არცერთი გაზსადენის გაყიდვას არ გეგმავს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ალექსანდრე ხეთაგურმა განმარტა, რომ შესაძლოა, ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების მაქსიმუმ 25% განთავსდეს. ცნობისათვის, მინისტრთა კაბინეტის სხდომის ოფიციალური დღის წესრიგით, ბოლო, 57-ე საკითხი საიდუმლო იყო და მისი განხილვისთვის 5 წუთი იყო განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG