Accessibility links

logo-print

კარზაიმ უშიშროების კერძო ფირმების დაშლის განკარგულება გასცა


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განკარგულება გასცა, დაიშალოს ავღანეთში მოქმედი უშიშროების ყველა კერძო ფირმა წლის ბოლოსთვის. კარზაის ოფისის თანახმად, ძალოვანი უწყებები ამზადებენ სიას იმ ფირმებისა, რომლებიც აღარ იმოქმედებენ. ამ პროცესში, ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭებათ არარეგისტრირებულ ფირმებს. უშიშროების კერძო ფირმები დასაქმებული არიან აშშ-ის ნატოს ჯარში, ასევე პენტაგონის, გაეროს მისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორ საელჩოების და დასავლეთის მედიის მიერ.
XS
SM
MD
LG