Accessibility links

logo-print

კარზაი: ავღანეთის ხელისუფლება არ აწარმოებს თალიბებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლება არ აწარმოებს თალიბებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს. მაგრამ ტელეკომპანია ABC-სთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში კარზაიმ აღიარა ამ ტიპის „ინდივიდუალური კონტაქტების“ არსებობა. ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ქაბულს გადაწყვეტილი აქვს მეამბოხეებთან შერიგება. მაგრამ მხოლოდ იმათთან, ვინც არ არის დაკავშირებული „ალ ყაიდასთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
XS
SM
MD
LG