Accessibility links

logo-print

ჩილეში, 17 დღის წინ მიწისქვეშ მოყოლილი 33 მაღაროელი ცოცხალია


ჩილეში, 17 დღის წინ, ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ნგრევის შედეგად, მიწისქვეშ მოყოლილი 33 მაღაროელი ნიშანს იძლევა, რომ ისინი ცოცხლები არიან. ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ მაღაროში მომხდარმა ნგრევამ დაახლოებით 700 მეტრის სიღრმეზე მოიქცია მაღაროელები. კვირას მაშველებმა მაღაროში სპეიალური ზონდი ჩაუშვეს, რომელზეც მიწისქვეშ მოქცეულმა მაღაროელებმა წერილი მიამაგრეს, საიდანაც იტყობინებიან, რომ ნგრევისას მათ მოახერხეს უსაფრთხო ადგილას თავის შეფარება და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მაღაროელთა ამოსაყვანად შესაძლებელია რამდენიმე კვირა გახდეს საჭირო. ამ დროის განმავლობაში მაღაროელებს მიაწვდიან, საკვებს, წყალსა და ჟანგბადს.

XS
SM
MD
LG