Accessibility links

logo-print

საქართველოში საჰაერო რეისების შესრულებას იწყებს ავიაკომპანია "სიბირი"


დღეიდან რუსეთის ავიაკომპანია S7 ("სიბირი") საქართველოში მრავალჯერად ფრენებს განახორციელებს. საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულების უფლება ავიაკომპანიამ "როსავიაციისგან" მიიღო. "რია ნოვოსტის" ცნობით, S7 რეისებს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს ორშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. კომპანია ასევე განიხილავს ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულების შესაძლებლობას. საქართველოს მხრიდან რუსეთში ავიაკომპანია Georgian Airways-ი იფრენს. საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისები 2006 წელს რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა. 2008 წელს ფრენა განახლდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.

XS
SM
MD
LG