Accessibility links

logo-print

გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურას დევნილთა ახალი დასახლებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და პროკურატურას დევნილთა ახალი დასახლებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა გამოაქვეყნა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში გადაღებული ფოტომასალა, რომელიც დევნილებისთვის გარემონტებული შენობების მძიმე მდგომარეობას ასახავს. დეპუტატი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართავს ოფიციალური შეკითხვებით, რა თანხა დაიხარჯა სამუშაოებისთვის, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და ვინ შეამოწმა შესრულებული სამუშაო.
XS
SM
MD
LG