Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევგენი პლიუშჩენკო, მონაწილეობას ვერ მიიღებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში


რუსი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ევგენი პლიუშჩენკო, მონაწილეობას ვერ მიიღებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ივნისში, ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, პლიუშჩენკოს ჩამოერთვა ამ ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ლიცენზია. სპორტსმენს 21 დღე მიეცა ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, მაგრამ მან ამ უფლებით არ ისარგებლა. ორშაბათს ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ პლიუშჩენკოსთვის ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება საბოლოოა. ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზად იქცა პლიუშჩენკოს მონაწილეობა საჩვენებელ გამოსვლებში, რისთვისაც სპორტსმენს მიღებული არ ჰქონდა რუსეთის ციგურაობის ფედერაციის ნებართვა. პლიუშჩენკო ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვანკუვერის 2010 წლის „თეთრი ოლიმპიადის“ ვერცხლის პრიზიორია. გარდა ამისა, მან სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.
XS
SM
MD
LG