Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში 30 ადამიანი დაიღუპა მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად


სომალის მთავრობამ, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, განაცხადა, რომ 30 ადამიანი იქნა მოკლული, როცა თვითმკვლელმა და შეიარაღებულმა პირებმა იერიში განახორციელეს სასტუმროზე დედაქალაქ მოგადიშუში. მოკლულთა შორის იყო პარლამენტის სულ ცოტა ექვსი წევრი, რომლებიც სასტუმროში ცხოვრობდნენ. სომალის ხელისუფლების თანახმად, თავდამსხმელთაგან ზოგს მთავრობის ჯარისკაცების ფორმები ეცვა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა. აშშ-ის მთავრობამ დაგმო მომხდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ თავდასხმა ცხადყოფს, რომ ალ-შაბააბი სრულიად არ სცემს პატივს ადამიანის სიცოცხლეს, სომალის კულტურას და ისლამურ ფასეულობებს. ანტიტერორიზმის სფეროში აშშ-ის ადმინისტრაციის მრჩევლის, ჯონ ბრენანის შეფასებით, "თავდასხმა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მაჰმადიანთა თვე რამადანში". სომალის 1991 წლიდან არ ჰყოლია სტაბილური მთავრობა. ალ-შაბააბმი აცხადებს, რომ ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. დაჯგუფებამ პირობა დადო, რომ ჩამოაგდებს პროდასავლურ მთავრობას, რომელსაც აფრიკის კავშირის 6000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი იცავს.
XS
SM
MD
LG