Accessibility links

logo-print

აშშ ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ ამერიკის მოქალაქეს გაათავისუფლებს


ამერიკის ექს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა, რათა გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქე აიჯალონა გომესი. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან გომესი კარტერს გადასცენ. გომესი მიმდინარე წელს დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას ბრალად ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა. როგორც ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, გომესი დეპრესიაშია და მან თავის მოკვლაც სცადა.

XS
SM
MD
LG