Accessibility links

მოსკოვში ოპოზიციონერთა რამდენიმე აქცია გაიმართა


მოსკოვში გაიმართა ოპოზიციის მომხრეთა რამდენიმე მცირერიცხოვანი პიკეტი მოძრაობის - „ადამიანის უფლებებისთვის“ - ლიდერის, ლევ პონომარიოვის გათავისუფლების მოთხოვნით. პონომარიოვი ოთხშაბათს დააკავეს და სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს მილიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. საგამოძიებო იზოლატორის შენობასთან, სადაც პონომარიოვია დაკავებული, პირველი გამოჩნდა მოძრაობა „სოლიდარობის“ თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „თავისუფლება ლევ პონომარიოვს!“ რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მილიციის რაზმმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პიკეტის ჩატარების ნებართვა მოსთხოვა, მაგრამ ნემცოვმა სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ერთკაციანი პიკეტის გამართვისთვის სანქცია საჭირო არ არის, და მილიციელები ამ პასუხმა დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG