Accessibility links

logo-print

„ედინაია როსია“ რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, შეაჩეროს ხიმკის ტყის გავლით ავტოტრასის მშენებლობა


პარტია „ედინაია როსია“ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს ხიმკის ტყის გავლით ახალი, ფასიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იუწყება. დღესვე მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა გასცა განკარგულება, მომზადდეს ტრასის ალტერნატიული მარშრუტით გაყვანის ვარიანტები. გუშინ ხიმკის ტყის დამცველთა ჯგუფმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა წერილობითი თხოვნით, ჩაერიოს ტყეპარკის ბედის გადაწყვეტაში. პეტიციას ხელი მოაწერა ორი ათასზე მეტმა ადამიანმა. გარემოს დამცველები პროტესტს გამოთქვამენ ხიმკის ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ საავტომობილო გზის გაყვანა სხვა მარშრუტითაც შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG