Accessibility links

გიდო ვესტერველემ: სერბიას მოუწოდა, შეურიგდეს კოსოვოს დამოუკიდებლობას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე დღეს ესტუმრა სერბიას და მოუწოდა მას, შეურიგდეს კოსოვოს დამოუკიდებლობას. მისი თქმით, სერბიამ, რომელიც არ ცნობს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, „თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას - კოსოვოს დამოუკიდებლობა რეალობაა“. გასულ თვეში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი.
XS
SM
MD
LG