Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უწყებამ ირანს მოუწოდა, მეტი გააკეთოს რასიზმისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში


გაეროს უწყებამ - რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა - ირანს მოუწოდა, მეტი გააკეთოს რასიზმისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ არაბები, აზერბაიჯანელები, ბელუჯები, ქურთები და ბაჰაები, როგორც წესი, დისკრიმინაციას განიცდიან ბინებით უზრუნველყოფის, განათლების, ჯანდაცვისა და შრომითი უზრუნველყოფის სფეროებში. ჩვეულებრივ ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილი საჯარო სფეროში. კომიტეტს მოჰყავს ასევე ციტატები ირანის ოფიციალურ პირთა გამოსვლებიდან, რომლებიც შეიცავს რასობრივი სიძულვილისკენ მოწოდებებს. ორგანიზაციის თანახმად, ქალები, რომლებიც ეთნიკურ უმცრესობებს განეკუთვნებიან, ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან.
XS
SM
MD
LG