Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პრესის თავისუფლების საკითხი წამოჭრა


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვიზიტის დროს პრესის თავისუფლებაზეც ისაუბრეს. მერკელის განცხადებით, იანუკოვიჩთან შეხვედრაზე ითქვა, რომ გარკვეული შეკითხვები უკავშირდება უკრაინაში დემოკრატიის ზოგ სფეროს, განსაკუთრებით პრესის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. უკრაინისა და გერმანიის ლიდერების, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტ კრისტიან ვულფის მოლაპარაკებების სხვა მთავარი საკითხებია ენერგეტიკა და თანამშრომლობა უსაფრთხოების, ისევე როგორც ეკონომიკის სფეროებში.
XS
SM
MD
LG