Accessibility links

logo-print

ავღანეთში შეერთებული შტატების კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს


შეერთებული შტატების კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს ავღანეთში. მიმდინარე წელი ყველაზე მსხვერპლიანია ავღანეთში განლაგებული ამერიკის ჯარებისთვის. ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებმა დღეს განაცხადეს, რომ სამხედროები მოკლულ იქნენ მეამბოხეთა თავდასხმისას, ერთი - ქვეყნის სამხრეთში, მეორე - აღმოსავლეთში. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, 2010 წელს ავღანეთში დაიღუპა შეერთებული შტატების 326 სამხედრო მოსამსახურე. გასულ წელს მათი რიცხვი 317 იყო.
XS
SM
MD
LG