Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობის გასხვისება 4, 8 მილიონ დოლარად სურს


დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობის გასხვისებას 4, 8 მილიონ დოლარად შეეცდება. ირაკლი აბაშიძის #70-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე მესამედ გამოიტანა. ფინანსთა ყოფილი სამინისტროს საპრივატიზებოდ გამზადებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართია 7997.39 კვ.მ-ია. დღეიდან პრივატიზების ახალ ტალღას იწყებს ბათუმის მერიაც. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიიდან აცნობეს, მერიას აუქციონზე 9 ობიექტი გამოაქვს.
XS
SM
MD
LG