Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განვითარების პროგრამა პანკისის ხეობაში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს


დღეს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიკი პანკისის ხეობაში წყალდიდობისაგან დამცავი სამუშაოს დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებენ. პანკისის ხეობაში ალაზნის არხის, მთის ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაო გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდება. სამუშაო რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, 60 000 ლარი დაიხარჯება. გაეროს განვითარების პროგრამა პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG