Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთელებმა ფრედ ითამაშეს საბერძნეთთან


საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ახალდაწყებულ შესარჩევ ტურნირში პირველი ქულა მოიპოვა. ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა იაშვილმა, ხოლო 72-ე სპიროპულოსმა საპასუხო გოლი გაიტანა. ამავე, F შესარჩევ ჯგუფში ხორვატიამ სტუმრად დიდი ანგარიშით (3:0) სძლია ლატვიას, გუშინ კი ისრაელმა შინ დაამარცხა მალტა - 3:1.
XS
SM
MD
LG