Accessibility links

logo-print

სააკაშვილი არ აპირებს მესამე ვადით პრეზიდენტობას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, პრეზიდენტად კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. ამის შესახებ მან გუშინ, ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. "მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრას, თუმცა, ბევრ ქვეყაში ასეთი რეფერენდუმები ჩატარდა და სხვადასხვა გამოკითხვით ეს შესაძლებელია. საქართველოში ეს ადვილი გასაკეთებელია, თუმცა, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. ანაკლიაში უმრავლესობასთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის მართვის მოდელის შეცვლასა და დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმებზე. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის კატეგორიულად არ ეთანხმება წინადადებას საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების შესახებ, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია. მაგალითად მან იტალიისა და გერმანიის პრეზიდენტები მოიყვანა, რომელთაც ხელისუფლებაში სიმბოლური როლი აქვთ. სააკაშვილს არ სურს, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციაში იჯდეს და ხანდახან უცხოურ დელეგაციებს იღებდეს.
XS
SM
MD
LG