Accessibility links

logo-print

მოლდავეთში იმართება რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ


მოლდავეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც, მხარდაჭერის შემთხვევაში, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას ითვალისწინებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიხურება. რეფერენდუმის მიზანია, ისევ მოხერხდეს პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც ამ ერთი წლის წინ გადადგა კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი. მას შემდეგ პარლამენტში, რომელიც მოლდავეთის ამჟამინდელი კონსტიტუციით ირჩევს პრეზიდენტს, ვერ შეძლეს პრეზიდენტად ასარჩევად საჭირო 61 ხმის მოგროვება, არაერთი მცდელობის მიუხედავად. ამ დროის განმავლობაში კანონ-პროექტები, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა, კანონებად ვერ იქცა იმის გამო, რომ ქვეყანას არ ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მათ ხელს მოაწერდა. კორესპონდენტების ცნობით, რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვერც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები განმუხტავს პოლიტიკურ დაპირისპირებას დასავლური ორიენტაციის ოთხპარტიან მმართველ კოალიციასა და ოპოზიციურ კომუნისტურ პარტიას შორის.
XS
SM
MD
LG