Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება


კახეთის რეგიონში, ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი 50 ჰექტრამდე ფართობის ტყეს, ყვარლიდან რამდენიმე კილომეტრში მოედო. ხანძრის რაიონში მობილიზებულნი არიან სატყეო სააგენტოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობს ავიაციაც. სამინისტროს ცნობითვე, ამ ეტაპზე ხანძარი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG