Accessibility links

მოლდავეთში, როგორც ჩანს, ვერ შედგა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ რეფერენდუმი


მოლდავეთში, როგორც ჩანს, ვერ შედგა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას ითვალისწინებს. ამჟამად მოქმედი სისტემით, სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტი ირჩევს. მაგრამ განვლილი წლის მანძილზე მოლდავეთის პარლამენტში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ მოგროვდა პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო 61 ხმა, რის შედეგადაც ქვეყანა წელიწადზე მეტია, პრეზიდენტის გარეშეა დარჩენილი. მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა, იურიე ჩოკანმა დღეს განაცხადა, რომ, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კვირის რეფერენდუმში მონაწილეების რაოდენობა ელექტორატის 30 პროცენტზე ნაკლები იყო, რაც საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ რეფერენდუმი შემდგარად ჩაითვალოს. საბოლოო ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გამოცხადდება. ჩოკანის განცხადებით, კვირის რეფერენდუმში მონაწილეთა 87 პროცენტი მიემხრო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, წინააღმდეგი იყო 12,2 პროცენტი.
XS
SM
MD
LG