Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სეულს დახმარება სთხოვა


სამხრეთი კორეის გაერთიანების სამინისტრო აცხადებს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ სეულს წყალდიდობის შედეგების დასაძლევად დახმარების სახით ბრინჯი, ცემენტი და მძიმე სამშენებლო ტექნიკა სთხოვა. სამხრეთი კორეის ხელისუფლება განიხილავს ამ თხოვნას. სამხრეთი კორეის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, ჩრდილოეთი კორეის თხოვნა მოჰყვა სამხრეთი კორეის ”წითელი ჯვრის” შეთავაზებას წყალდიდობის შედეგებთან საბრძოლველად 8,5 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG