Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის რაიონის გამგებელი მოკლა


თალიბანის მეამბოხეებმა ჩრდილოეთ ავღანეთში თავდასხმისას მოკლეს რაიონის გამგებელი. აჰმად სერური, ბაღლანის პროვინციის ნაჰრინის რაიონის გამგებელი მანქანით მგზავრობდა, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს. მოკლეს მისი მძღოლიც. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე თალიბანმა აიღო. თალიბანი ავღანეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთშია უფრო აქტიური, მაგრამ ბოლო ხანებში ერთ დროს მშვიდობიან ჩრდილოეთსა და დასავლეთშიც გამოჩნდა.
XS
SM
MD
LG