Accessibility links

logo-print

საქართველო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის შეწყვეტას არ აპირებს


ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო, საქართველო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის შეწყვეტას არ აპირებს - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, ავღანეთში მყოფი გმირი ჯარისკაცები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან. ვაშაძესთან ერთად თბილისში გამართულ ბრიფინგზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მადლიერნი არიან ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გამო.
XS
SM
MD
LG