Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები ავღანეთსა და ერაყში მყოფი ქართველი სამხედროების დაბრუნებას მოითხოვენ


ლეიბორისტულმა პარტიამ ავღანეთსა და ერაყში მყოფი ქართველი სამხედროების სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის ოჯახს მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ ქართველ ჯარისკაცებს სხვის ომში, სხვისი სარდლობისა და დროშის ქვეშ არაფერი ესაქმებათ, მით უმეტეს, რომ მათი თავგანწირვა საქართველოს რეალურად სასიკეთოს არაფერს მოუტანს. ლეიბორისტული პარტიის შეფასებით, საერთაშორისო მისიებში ქართველ სამხედროთა მონაწილეობა მხოლოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესია, რათა საერთაშორისო მხარდაჭერით ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ამასთან, ლეიბორისტები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, ავღანეთში მძიმედ დაიჭრა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG